ბანკში შეჭრილ შეიარაღებულ პირს, სავარაუდოდ, 12 მძევალი ჰყავს | სპეცოპერაცია ყვარელში

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში ყვარელში, სადაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში, ცოტა ხნის წინ, შეიარაღებული პირი შეიჭრა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელს თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.

არსებული ინფორმაციით, მას 12 მძევალი ჰყავს. 

მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის მხარდამჭერი "ოცნების" აქცია | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი