
"თუ უნდა, რომ არ შეეხოს, უნდა დაწეროს განცხადება... თუ ჩუმად იქნება, შეეხება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა საუბრობს და ნიკა მელიასა და 20 ივნისის ამნისტიის საკითხს ეხმაურება.
"არსად არ წერია, თანხმობა უნდაო, არა. წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს. თუ უნდა, რომ არ შეეხოს, უნდა დაწეროს განცხადება, რომ გთხოვთ, მე ამნისტია არ შემახოთ. ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ აფერისტობს. ზუსტად იცის, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი და ზუსტად იცის, რომ თუ ამას დაწერს, რომ არ შემეხოს, მაშინ მოუწევს ციხეში ჯდომა. ამას არ აკეთებს და ნუ მოგატყუბთ, ნუ მოიტყუებთ თავს. კითხეთ, სად წერია, რომ თანხმობა უნდა.. არ უნდა თანხმობა... უნდა თქვას, რომ "მე არ მინდა ამნისტია". ჩუმად არ უნდა იყოს და თუ ჩუმად იქნება, შეეხება" - ამბობს ზარქუა.
იხილეთ ასევე:
"ჩემი საბოლოო პასუხია - არა" | ნიკა მელია ამნისტიის კანონზე სასამართლოშიც უარს იტყვის