"არ შეიძლება ქვეყანა იყოს სტაგნაციაში, ჭაობში ჩაფლული" | ოპოზიციამ ამომრჩეველს სამგორში საერთო კანდიდატი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

ერთიანი ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია თბილისში აქტიურ ფაზაში შევიდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, "გირჩი მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი ნონიაშვილი ვარკეთილში ამომრჩეველს შეხვდნენ და სამგორში ოპოზიციის საერთო კანდიდატი, "ევროპული საქართველოს" წევრი
დავით ჟღენტი წარუდგინეს. 

დღეს ვინც მათ მხარს უჭერს, ისინიც კი, ეტაპობრივად ხვდებიან, რომ არ შეიძლება ქვეყანა იყოს სტაგნაციაში, იყოს ჭაობში ჩაფლული და ამავე დროს, ჰქონდეს ამბიცია, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს, სამუშაო ადგილები იქმნებოდეს, პენსია იზრდებოდეს, ფასები ცაში არ ვარდებოდეს. ეს ყველაფერი თავისით ვერ მოხდება, ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ცვლილებების შედეგად და ეს ცვლილებები უნდა დადგეს 2 ოქტომბერს, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი