ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმების ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა. ზუსტად ერთი წლის წინ, ზუგდიდში ბადრი ესებუას ეფექტური თავდასხმის შემდეგ მას ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა. მითუმეტეს, რომ ესებუა, რომელიც 500 ათასი დოლარით მიიმალა, დაკავებული ამ დრომდე არ არის.
ცნობისთვის, 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.