დუმილის უფლებას იყენებს - ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

ავსტრალიის მოქალაქე, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს დღეს წარუდგენენ. დროებითი მოთავსების იზოლატორში საგამოძიებო მოქმედება 11 საათზე დაიწყება. საქმის მასალები ადვოკატს გუშინ გადაეცა.

ირკვევა, რომ მურსაკულოვი გამოძიებამ სასტიკი მკვლელობიდან ერთ კვირაში დაკითხა, თუმცა მის დასაკავებლად 40 დღე დასჭირდა.

"ბრალდებულის პოზიციას რაც შეეხება, ის დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარეს. სანამ დააკავებდნენ მანამდე მოწმის სახით ერთხელ არის გამოკითხული",- ამბობს სოფიო გოგლიჩიძე, რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი

ცნობისთვის, სამართალდამცველები დამნაშავის კვალზე დნმ-ით გავიდნენ, მოკლული შანაი ბრუკის ცხედართან სწორედ მურსაკულოვის ბიოლოგიური მასალა იპოვეს. საქმის მასალებში სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც დევს, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდება შემთხვევის ადგილთან ახლოს 33 წლის კაცი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი