40 დღე "ოცნების" საფარქვეშ | რატომ გაჭიანურდა შანე ბრუკის მკვლელობის გამოძიება

გამოქვეყნდა:

თავზეხელაღებული მკვლელი მმართველი პარტიის საფარქვეშ. რაფაელ მურსაკულოვის შესახებ, რომელიც შანე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს, სულ უფრო მეტი ახალი დეტალი ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ დანაშაულიდან ერთ კვირაში ის უკვე ეჭვმიტანილთა შორის იყო. მაგრამ ძიებას ერთ თვეზე მეტი დასჭირდა კონკრეტული ნაბიჯის გადასადგმელად, ლაბორატორიული ექსპერტიზისთვის და მურსაკულოვის დასაკავებლად.

თუმცა არსებობს მოვლენების შესალო განვითარების კიდევ ერთი ვერსია - დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ცივსისხლიანი მკვლელი, რომელიც წარსულშიც ძალადობდა, მმართველი პარტიის მფარველობით ყოველთვის თავს აღწევდა მართლმსაჯულებას. 

რატომ დასჭირდა გამოძიებას ერთ თვეზე მეტი უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და რით დასტურდება წარსულში მმართველი პარტიის მფარველობის ფაქტები, იხილეთ დეა მამისეიშვილის რეპორტაჟში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი