ყველა, ვისაც ტრანსპორტი სჭირდება, მთავრობას მიადგება და არჩევნებამდე დამთავრდებიან - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მოითხოვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. 

მისი თქმით, ძალაუფლების გარდაუვალი დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ დე ფაქტო გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა და აკრძალა ტრანსპორტის მუშაობა. 

კატეგორიულად ვთხოვ რეჟიმს, სასწრაფოდ იქნას აღდგენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მეტრო, საქალაქთაშორისო მგზავრობა, ტაქსები სრული დატვირთვით, მატარებლები, შიდა ავიაცია, თუ ყავთ ასეთი, - აცხადებს ნათელაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, მსოფლიოს ქალაქებში მაშინაც კი, როდესაც პანდემია მძვინვარებდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა, რადგან ეს კომპონენტი აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისათვის და მისი უკანსვლის შესაჩერებლად. 

მიცვალებულისთვის არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, სიკვდილის მიზეზების დიაგნოზში რა ეწერება, კორონავირუსი, ბიძინავირუსი, უტრანსპორტობა, უმუშევრობა, უფულობა თუ უკალორიობა, - ამბობს იგი

ლეიბორისტების ლიდერმა გაიხსნება მთავრობის დახმარება, რომელიც მისი თქმით, ხალხს არ მოხმარებია და მხოლოდ ბანკებსა და მსხვილ კომპანიებს გაუნაწილდა.

ნათელაშვილი ამბობს, რომ თუ ამ დღეებში ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება, ვისაც ეს ტრანსპორტი სჭირდება, ყველა სამთავრობო სასახლეებს მიადგება.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი