
გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს ტყიბულში მერობის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარდგინა.
ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს მხარს ევროპული საქართველო , გირჩი, დროა და ტრიბუნა უჭერენ.
ბესიკ ზოსიაშვილის განცხადებით ტყიბულში მთავარი პრობლემები უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონია. არჩევნებზე მოქალაქეები სწორედ ამ პრობლემების დასამარცხებლად უნდა მოვიდნენ და უარი უთხრან ქართულ ოცნებას.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით ქართულმა ოცნებამ ქვეყანა გაანადგურა და მათი ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელია.