
ოპოზიცია სამეგრელოს რეგიონში ერთიან ფრონტს ქმნის. ამოქმედდება ე.წ. ქოლცენტრი და იურიდიული მომსახურების ბიურო.
პოლიტიკური პარტიები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე სექტორს მოუწოდებენ შეისწავლონ კონკრეტული ფაქტები და მოახდინონ რეაგირება ხელისუფლების უკანონო ქმედებაზე.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სუს-ის და რესურსცენტრის ჩართულობითა და ზეწოლით 5-მა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე თქვა უარი.
გარდა მაჟორიტარების კანდიდატებისა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ პროპორციული სიის წევრებიც. ოპოზიციის სიის წევრები დაშინებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებასა და სამართლებრივ დევნაზეც საუბრობენ.
ავტორი: ემა გოგოხია