"ფეისბუქმომხმარებლები" პასუხისმგებელნი არიან სიძულვილის ენის შემცველ პოსტებზე - ევროსასამართლო

გამოქვეყნდა:

ნებისმიერი პირი პასუხისმგებელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებსა და დატოვებულ კომენტარებზე - ამის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2 სექტემბერს მიიღო.

გადაწყვეტილებაში წერია რომ  "ნებისმიერი პირი, რომელმაც საკუთარი გვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ვალდებულია მის გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე მონიტორინგი განახორციელოს“.

მიზეზი ფრანგული პრეცედენტი გახდა - კერძოდ კი 2011 წლის ქალაქ ბოკერის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერის არჩევნები, როდესაც მოქმედმა მერმა პოლიტიკური ოპონენტის წინააღდეგ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ განცხადებაზე კომენტარი ჟიულიენ სანჩესის ათასობით მხარდამჭერმა დატოვა, რაც ქალაქის მუსლიმი მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ინციდენტის  გამო ადგილობრივმა სასამართლომ ჟიულიენ სანჩესი ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა და 4000 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ჟიულიენ სანჩესმა სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა აღნიშნულმა ორგანომ ყველა სხვა ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი