
ყველას მკურნალობს და ყურადღებას აქცევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს - აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი და იმ ფონზე, როდესაც სიკვდილიანობა კვავ მაღალია, ამტკიცებს, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურდება:
ჩვენი ვარაუდით და ვუსმენთ რა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექსპერტებს, სიტუაცია უკვე სტაბილურდება. დამშვიდებისკენ, დაწყნარებისკენ მიდის ვითარება, საჭიროა, სექტემბრის ბოლომდე ვაქცინაცია ყველა მოქალაქემ ჩაიტაროს და დაიცვას საკუთარი თავი, მშობლები, ახლობლები და ნათესავები" ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, "დავალება აქვს მიცემული სასურველი იქნებოდა, 2 მილიონი აცრის ჩატარება". ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ "აღმავლობაზე" ისაუბრა:
"შედეგად, მილიონზე მეტი იქნება აცრილი, მილიონს, მეტს თუ არა, კოვიდი აქვს გადატანილი და საბოლოო ჯამში, სიტუაცია დამშვიდდება. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ და ტურიზმი არ გავაჩერეთ. ტურიზმის აღდგენა ხდება სწრაფად. ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. სეზონი არ ჩავარდა. არც მთასა და არც ზღვაზე. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და ეს ყველაფერი გადის ვაქცინაციაზე. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არის უსაფრთხო. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა თიანეთის მერობის კანდიდატის ლევან წიკლაურის წარდგენისას