
ოპოზიციას სამტრედიაში, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის ტერიტორიაზე მერისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას ხატია დეკანოიძე ავრცელებს და პოლიტიკური ნიშნით, შევიწროებაზე საუბრობს. მისივე ინფორმაციით, ინფორმირებულია ეუთო/ოდირის მისია საქართველოში.
ზეგ, სამტრედიაში წარდგენა გვქონდა დაგეგმილი მერის და მაჟორიტარობის კანდიდატების.
გადავაგზავნეთ ადგილმდებარეობის ნებართვაზე წერილი, კერძოდ, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე “ოცნება” მუდმივად ატარებს წარდგენას და შეხვედრებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით.
მოგვივიდა თანხმობა, მაგრამ 5 წთ ჩვენს ორგანიზაციას დაურეკეს და უთხრეს, რომ შეიცვალა პირობა და მუზეუმი უნდა დაიხუროს. კოვიდის შემთხვევები იქ დაფიქსირებული არ არის.
პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე საქმის კურსშია ეუთო/ოდირის მისია საქართველოში.
წარდგენას მაინც ჩავატარებთ! ვერავის დაჩაგრავთ. ყველაფერს დაგიფიქსირებთ." წერს ხატია დეკანოიძე