ზურაბიშვილი ცდილობს, დასავლეთში შექმნას განცდა, რომ რუსეთს ივანიშვილი არ მოსწონს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის მოქალქეებს რუსული აგრესიით აშინებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, ამ განცხადებიტ, შესაძლოა პრეზიდენტი დასავლეთის გაცურებას ცდილობდეს. სამადაშვილის თქმით, მაშინ, როცა დასავლელ პარტნიორებს ეჭვი აღარ ეპარებათ ივანიშვილის რუსულ ინტერესებში, პრეზიდენტი ცდილობს ვითარება პირიქით წარმოაჩინოს. 

მაშინ , როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ატარებს რუსეთის ინტერესებს. საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბრობს რუსეთის აგრესიაზე. ამას ორი მიზანი აქვს - ერთი, რომ დააშინოს ამომრჩეველი და მეორე - დასავლეთში შექმნას განცდა, რომ თითქოს რუსეთს არ აწყობს ბიძინა ივანიშვილი, რაც არ არის რეალობა, - ამბობს სამადაშვილი. 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, თამარ ხულორდავა კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორად გამოიყენა ტრიბუნა და ყურადღების მიპყრობა სცადა, რაც გვჭირდება. 

ეს არის მე ვფიქრობ მორიგი შესაძლებლობა ტრიბუნის სწორად გამოყენების, რომ მსოფლიოს ყურადღება მივიპყროთ, - ამბობს ხულორდავა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკიც არ გამორიცხავს, რომ რუსული აგრესია კიდევ უფრო გაიზარდოს. მისი თქმით, ისეთი ქვეყნისგან, როგორიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია ყველაფერი მოსალოდნელია. 

შეიძლება დავუშვათ, რომ საზღვრებს გარეთ უფრო აგრესიული გახდება და სხვა თემებზე ყურადღების გადატანა ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომელსაც მიმართავენ ასეთი ტიპის სახელმწიფოები. პროვოკაციები რუსეთის მხრიდან არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში მოსალოდნელია, - ამბობს ვოლსკი. 

მოსალოდნელ რუსულ აგრესიაზე სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

სტატიაში ნათქვამია, რომ პანდემიის კრიზისმა, ნავთობის კრიზისმა და პოლიტიკურმა ვითარებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთს იყოს უფრო აგრესიული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი