"ქართული ოცნება" ფსიქოლოგიურ შტურმს აწყობს. მმართველი პარტია ყველა მეთოდით ცდილობს დაარწმუნოს მხარდამჭერებიც და გადაუწყვეტელი ამომრჩეველიც, რომ მოახლოებულ არჩევნებში გაიმარჯვებს.
"ოცნება" ძველ მეთოდებს იყენებს - პარტიული დაკვეთით შესრულებული კვლევა, საეჭვო მონაცემები, რომლებიც რატომღაც სწორედ "ქართული ოცნების" ინტერესებს ემთხვევა, დეზინფორმაცია ოპოზიციის მიერ დესტაბილიზაციის მზადებაზე და პარტიის ლიდერების მკაცრი განცხადებები. სწორედ ამ ჟანრში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი დღეს ამტკიცებდა, რომ 2 ოქტომბერს 48 პროცენტს მიიღებს, ოპოზიცია კი მეორე დღეს არეულობას მოაწყობს.