მე ვიქნები თქვენი ოჯახების მეგობარი. არ შეიძლება, ადამიანი მერთან მოსახვედრად  ეძებდეს ნაცნობებს - ანზორ მელია

გამოქვეყნდა:

ერთიანი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში სოფელ ოქტომბერში იმყოფებოდა. მან ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი, ბესიკ ჭეჟია წარუდგინა.

"2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ და შემოვხაზოთ ოპოზიციური პარტიები. ეს არის რეფერენდუმი, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები. ჩემი ზუგდიდი ისევ კაცთმოყვარე, სტუმართმოყვარე, ლაღი, ბედნიერი უნდა გახდეს. მე ვიქნები თქვენი ოჯახების მეგობარი. არ შეიძლება, ადამიანი მერთან მოსახვედრად  ეძებდეს ნაცნობებს. კანონის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმ პარტიასთან ერთად, რომელსაც ვეებერთელა გეგმები აქვს - იგივე ლაზიკა, იგივე ანაკლიის პორტი. ჩვენ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, ყველა ერთმანეთს შეეჯიბრება საქმის უკეთესად კეთებაში. მე თქვენ არ გიღალატებთ !" მიმართა ანზორ მელიამ ადგილობრივებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი