
ერთიანი ოპოზიცია აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს თბილისში. მათ კრწანისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი წარადგინეს.
პარტია "დროას" კანდიდატს მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-მეტი თავისუფლება და ევროპული საქართველო უჭერს. თამაზ ახობაძემ კრწანისში მოსახლეობის პრობლემები მოისმინა, მათ თავისი სამომავლო გეგმები გააცნო და 2 ოქტომბრის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.