გაერთინებულმა ოპოზიციამ ვანში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატები წარადგინა.
ვანის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან ბადრი მებურიშვილი იქნება.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, სია ასეთია:
- სალომინაოს და ბერეთას მაჟრიტარობის კანდიდატი - თორნიკე ერისთავი
- გორას, შუა გორას, ზედა გორას მაჟორიტარობის კანდიდატი - ზაირა ნიჟარაძე
- შუა მთის და მთის ძირის მაჟორიტარობის კანდიდატი - გიზო სულაბერიძე
- ამაღლება-ბზვანის მაჟორიტარობის კანდიდატი - სევერიან ტყეშელაშვილი
- მუქედისა და ციხესულორის მაჟორიტარობის კანდიდატი - გიორგი ძაგნიძე
- დიხაშხოს, სულორისა და ძულუხის მაჟორიტარობის კანდიდატი - ნატო დვალი
"ევროპული საქართველოდან" შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
- ვანი - ალექსანდრე ერისთავი
- ზედა ვანი, გადიდი, სალხინო - კობა ძაგნიძე
- ტობანიერი, მიქელეფონი, ყუმური - გია ოჩხრიკიძე
- საპრასია, უხუთი - ნინო ვაშაყმაძე