რევაზ გვილია ადასტურებს, რომ ზუგდიდს მერობის "ოცნების" კანდიდატი ემუქრებოდა და აშანტაჟებდა

გამოქვეყნდა:

რევაზ გვილია ადასტურებს ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტს. მან დღეს ზუგდიდში, ენმ-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდის მერობის "ოცნების" კანდიდატი მამუკა წოწერია სავარაუდო დანაშაულში ამხილა და თქვა, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა თანამშრომლობა მოსთხოვა. გვილიას თქმით, წოწერიას გარდა, "ოცნების" ოფისში ყოფილი დეპუტატი მერაბ ქვარაია და სავარაუდოდ სუს-ის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

გვილიამ დაადასტურა მის მიმართ განხორციელებული შანტაჟის ყველა ის ფორმა, რომელზეც ცოტა ხნის წინ, ენმ-ს დეპუტატმა ანი წითლიძემ ისაუბრა.

გვილია ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები დაემუქრნენ, რომ რუსეთს გადასცემდნენ, რადგან გადაუხდელი საბანკო ვალის გამო, მასზე ოკუპანტ ქვეყანაში საქმეა აღძრული.

რევაზ გვილია სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს დაიცვან მისი უსაფრთხოება. გარდა ამის, ენმ პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდეს აღნიშნული საქმით, რადგან ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი