მე არ ვაპირებ მისვლას ამ ტელევიზიებში და ამას აქვს თავის ახსნა - კრიტიკული მედიის შეთავაზებას უარს ეუბნება სახელისუფლებო კანდიდატი კახა კალაძე და დამოუკიდებელ ტელევიზიებს მის მიმართ მიზანმიმართულ, ბინძურ კამპანიაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს კამპანია მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც ხორციელდება.
"მე არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან მე არასდროს თქვენთვის მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ", - ამბობს კალაძე.
კალაძეს საკუთარი პირობა აქვს დებატებში მონაწილეობის მისაღებად. ის ნეიტრალურ სივრცეს ითხოვს და ასეთად საზოგადოებრივ მაუწყებელს ასახელებს.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას, კახა კალაძეს და გიორგი გახარიას 4 დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობს.