ქობულეთში საარჩევნო უბანი სასტუმროშია გახსნილი-ღონისძიების გამო, კომისიის წევრები ტერიტორიაზე არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, N1 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრები არ შეუშვეს.

საარჩევნო უბანი ერთ-ერთ სასტუმრო კომპლექსშია. ადმინისტრაციამ კი კომისიის წევრებს განუმარტა, რომ ტერიტორიაზე დღეს დახურული შეხვედრაა დაგეგმილი და ამ მიზეზით იქ შესვლა აკრძალულია.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, საარჩევნო უბანი დროებით, სასტუმროს გარე პერიმეტრზე, ხელოსნებისთვის განკუთვნილ ჯიხურში გადაიტანეს.

ოპოზიციის ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსი "ქართული ოცნებასთან" დაახლოებულ პირს და მის ერთ-ერთ მსხვილ შემწირველს ეკუთვნის.

მათივე თქმით, დღეს მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ტერიტორიაზე დღეს "ქართული ოცნების" საიდუმლო შეხვედრაა დაგეგმილი.

სასტუმროს ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ მათთან დღეს უცხოური კომპანიის საქართველოზე საიმიჯო კლიპს იღებს და ტერიტორიის დახურვა სწორედ მათ მოითხოვეს.

კითხვაზე, რატომ არ შეატყობინეს წინასწარ კომისიის წევრებს ინფორმაცია, სასტუმროს ადმინისტრაციას პასუხი არ აქვს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი