
ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრები.
პარტიის ლიდერების განცხადებით კონკრეტული შემთხვევები ამჯერად ხაშურში მოხდა.
დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მათ მხარდამჭერებს სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან და ფულის სანაცვლოდ პირადობის მოწმობებს ართმევენ, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.