ყველა სფეროში მოვიტანეთ პროგრესი და ხელშესახები განვითარება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მმართველი გუნდის "მიღწევებსა" და "ამბიციურ გეგმებზე" ამჯერად ბორჯომში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას ისაუბრა.

ღარიბაშვილი მოქალაქეებს კვლავ უმტკიცებდა, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს "ალტერნატივა არ ჰყავს". 

"ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენ დავასრულეთ ტრადიციული სამოქალაქო დაპირისპირების და სამოქალაქო ომების ეპოქა და უზრუნველვყავით გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა, რამაც განაპირობა განვითარება ყველა მიმართულებით. პროგრესი სახეზეა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, ყველა სფეროში მოვიტანეთ რეალური პროგრესი და ხელშესახები განვითარება.

კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა... ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო ამბიციური, მასშტაბური გეგმები და ხედვები, თუ როგორ დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბე და როგორ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

 იხილეთ ასევე:

"გვაქვს ევროპაში უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა" - ღარიბაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი