აუცრელებში კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე აცრილებში

გამოქვეყნდა:

აუცრელ ადამიანებში კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე აცრილებში - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირკვევა კლინიკური კვლევები 13 შტატის 600 000 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემებს მოიცავდა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ვაქცინაციისა და გარშემო მყოფების დაცვისაკენ მოუწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი