აფეთქება რუსეთში | დაიღუპა 3, მათ შორის ბავშვი

გამოქვეყნდა:

რუსეთში, საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ცნობილი ხდება, რომ დაღუპულთა შორის მცირეწლოვანიცაა. ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ინციდენტი ლიპეცკის ოლქში, ელცეს დასახლებაში მოხდა. აფეთქების შესახებ სამაშველო სამსახურს ინფორმაცია გვიან ღამით მიაწოდეს. რუსული მედიის ინფორმაციით, კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.

აფეთქების ზუსტი დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცმებით ინციდენტი გაზის ბალონის არასწორმა დამონტაჟებამ გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი