ყვარელში, ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალდება წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თადვასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალდება წარუდგინეს.

მას ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით აქვს წარდგენილი.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს. ის ამბობს, რომ ბანკში 52 000-ლარიანი იპოთეკური სესხი აქვს.  

რაც შეეხება ხელყუმბარას, მელიქიშვილმა თქვა, რომ ის რამდენიმე წლის წინ ალაზნის ჭალაში შემთხვევით იპოვა. 

შალვა მელიქიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ცნობისთვის, ყვარელში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ბრალდებული ორი დღის წინ შეიჭრა. მან 13 მძევალი აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. პოლიციამ თავდამსხმელი რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა.

იხილეთ ასევე:

რა მოხდა ყვარელში | ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის ქრონოლოგია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი