"არანაირი პრობლემა" - კალაძე მაჭავარიანის ქუჩის ფერდზე გაჩენილ ნაპრალებზე

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მონაკვეთზე მთა გადასკდა და შესაძლოა მიწის მასა ყოველ წამს ჩამოიშალოს. ახალ მეწყრულ პროცესებზე თბილისის მერია ამ დრომდე დუმდა, მაგრამ ახლა კახა კალაძეს მედიასთან თავის მართლება უწევს. 

"არანაირი პრობლემა, თქვენ იცით, რომ ახალი გზა გაგვყავს, შესაბამისად, არის 3 კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო და ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ როდესაც პროექტი დასრულდება ყველანაირად ახალ გზაზე გადაადგილება იყოს ყველასათვის უსაფრთხო. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მარშალ გელოვანსა და მაჭავარიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან" ,- ამბობს კახა კალაძე. 

მაჭავარიანის ქუჩაზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა 16 მარტს შეიზღუდა. ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ ტერიტრიაზე ნაპრალები გაჩნდა და მეწყერი დაიძრა, 18 მარტს გავრცელდა.

29 მარტს, თბილისის მერიამ ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებიდან დაახლოებით 1 თვის თავზე, მერიაში განაცხადეს, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში აღარ იყო და საავტომობილო გზა გახსნეს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი