
ზეწოლა თუ პირადი გადაწყვეტილება - პარტია "ევროპულ საქართველოს" ბორჯომში პროპორციული სიის წევრები ტოვებენ.
საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით პარტიის ოთხმა წარმომადგენელმა მიმართა. ესენი არიან: ცირა გრიგალაშვილი, იოსებ კევლიშვილი, გიორგი ყაულაშვილი და თამაზ მამიჯანაშვილი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათმა უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა წასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაშინების და ზეწოლის გამო მიიღეს.
"ევროპული საქართველოს" პროპორციული სიის 4-მა კანდიდატმა მოიხსნა კანდიდატურა, მათ შორის ერთ-ერთი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება აფორიაქებული და შეშინებულია. ისინი სხვადასხვა მუქარით, მათ შორის საჯარო სამსახურებში ნათესავების სამსახურიდან გათავისუფლებით, უძებნიან ადამიანებს სუსტ წერტილს. ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა“, - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა ბაქარ შირაძემ.