სალაროდან გამქრალი დევნილების ფული | კორუფციული სკანდალი გავლენიანი მფარველებით

გამოქვეყნდა:

კორუფციული სკანდალი, რომელიც "ქართული ოცნების" ორ მოქმედ დეპუტატს ამხელს. ირკვევა, რომ დევნილებისთვის ბინების აშენებით დაკავებული იყო კომპანია, რომელსაც სანდო პირების მეშვეობით, მესტიის მაჟორიტარი ვიქტორ ჯაფარიძე აკონტორლებდა. 29-მილიონიანი კონტრაქტის შედეგად აშენდა კორპუსები, სადაც წყალი ბოლომდე არ ადის, ხოლო წვიმის დროს პირიქით - წყალი ზემოდან ჩამოდის.

კონტარქტის გაფორმების დროს, დევნილთა მინისტრი ჯაფარიძის მეგობარი, სოზარ სუბარი იყო. პოლიციელებისთვის კი იმავე კომპანიამ სახლები საერთოდ ვერ ააშენა, მაგრამ ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე თანხა მაინც მიიიღო. მოკლედ ტოტალური განუკითხაობის მიუხედავად, არავინ დასჯილა.

კომპანიას მილიონების მოპარვის შემდეგ რამდენჯერმე შეუცვალეს მფლობელები და ბოლო ლიკვიდაციის რეჟიმში გადაიყვანეს. თუმცა, ჰაერში გამქრალი მილიონების მომკითხავი, ან ცხადი დანაშაულის გამომძიებელი არავინ ჩანს. რისი ერთი მიზეზიც შესაძლოა ამ შპს-ს ანგარშიდან ნაღდი ფულის სახით გატანილი 5 მლნ ლარი იყოს - რომელიც მაღალი ალბათობით გავლენიანი მფარველების ჯიბეში აღმოჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი