დაუსჯელი მოძალადეები | რა მიზნით ახალისებს ხელისუფლება 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორებს

გამოქვეყნდა:

5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან, მთავარი წამქეზებელი, ირაკლი ღარიბაშვილი კი ისევ პრემიერია. იმის მიუხედავად, რომ დანაშაული პირდაპირ ეთერში და ჩართული კამერების წინ ჩაიდინეს, სამართალდამცველებს თავი არ შეუწუხებიათ ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანით.

შესაძლოა, ამის მიზეზი მოახლებული არჩევნები იყო, რადგან სავარაუდოა, რომ ხელისუფლება ამ ჯგუფების გამოყენებით, კონკრეტული მიზნების მიღწევას ისევ შეეცდება.

თუმცა არათუ გამოძიებას არ ჩქარობს, კომუნიკაციების კომისიამ ძალადობისა და სიძულვილის წამქეზებლებს ახლა ეროვნული მაუწყებლის ლიცენზია მისცა, აი იმ კომისიამ, "მთავარ არხს" ერთი მინისტრის გენეტეალიებზე უწყინარი ხუმრობა რომ არ აპატია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი