უშიშროებასთან მომუშავე რუსი აგენტები | "მთავარმა" ახალი დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას გაჩვენეთ რუსეთის აგენტი, რომლის გამოაშკარავება ჩვენმა ჟურნალისტებმა საქართველოში ემიგრირებული დისიდენტების წყალობით მოახერხეს. რუსული რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელი საქრთველოში მოგზაურობდა და ჩვენი ინფორმაციით, აქ ადგილზე გარკვეული ქსელის თუ ორგანიზაციის ჩამოყალიბებით იყო დაკავებული.

რეპორტაჟის მომზადებისას გვეხმარებოდა ადამიანი, რომელიც ეკრანებზე მისი მოთხოვნისა და უსაფრთხოების გამო არ გვიჩვენებია.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ კი რატომღაც ეს ქალი იდენტიფიცრებულმა აგენტმა მალევე იპოვა და მისწერა, რომ საქართველოს უშიშროებასთანაც კარგად არის და დაემუქრა.

ამ მიმოწერის შემდეგ კი მალევე ცნობილი ხდება, რომ დისიდენტს ადგილზე უთვალთვალებენ და საქმის გასარჩევად იბარებენ. როგორც ჩანს, ვიდრე ჩვენი უშიშროება იმის გარკვევითაა დაკავებული, ვის ელაპარაკებიან ჟურნალისტები და ვინ ვისთან წევს, საქართველოში რუს აგენტებსა და მოძალადეებს უკვე მყარად აქვთ ფეხი მოკიდებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი