საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას ულტიმატუმის ენით ელაპარკება - უწყების განცხადება და შეფასებები

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტრო სტრატეგიულ პარტნიორს ულტიმატუმს უყენებს და უკრაინიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. საქართველო მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დააბრუნოს თუ არა უკრაინაში ელჩი, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ უწყება ამ მოლოდინებსა და შემხვედრ ნაბიჯებზე საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების კონტექსტში საუბრობს.  

ელჩის დედაქალაქში კონსულტაციებზე გამოძახება გახლავთ საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა. ქართული მხარის აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოში მსჯავრდებული პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნას, რაც გახლავთ ორი ქვეყნის თანამშრომლბის სულისკვეთებისთვის მიუღებელი ნაბიჯი, - ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მარი ნარჩემაშვილი

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას თქმით, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაში კითხვებს აჩენს. 

ოპოზიციაში მთავრობის დღევანდელ განცხადებას კატასტროფა და მავნებლობას უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტთა თქმით, ასეთი დამაზიანებელი განცხადებები ორ ქვეყნას შორის ურთიერთობაზე ნეგატიურად შეიძლება აისახოს. 

კიდევ ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება საქართველოს და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. უკვე აშკარაა, რომ საქართველოს ინტერესების მიზანმიმართული დაზიანებისკენ არის გადადგმული ეს ნაბიჯი. რაიმე სახის ულტიმატუმის წარმოდგენა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჩვენ ძალიან ბევრი გადაკვეთა გვაქვს, მათ შორის სტრატეგიული უსაფრთხოების კუთხით, არის ქართული ოცნების საგარეო საქმიანობის ვექტორის მაჩვენებელი, - აცხადებს ნაციოანლური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე

სერგი კაპანაძე განმარტავს, მსგავს დამოკიდებულებას ქვეყანა ჩიხში შეჰყავს. მისი თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კონკრეტულ ამბიციებსა და ერთი ადამიანის ხუშტურებს ეწირება.

შეგახსენებთ, საგარეო უწყებამ დღეს უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან პირველი შეხვედრა გამართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი