"შესაძლოა, რუსეთი ესტონეთს თავს დაესხას" - ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური

გამოქვეყნდა:

"რუსეთი შესაძლოა ესტონეთს თავს დაესხას" - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა ესტონურ მედიასთან ისაუბრა. გენერალ მარტინ ჰერემმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა სახის საფრთხეა რუსეთი ესტონეტისთვის, უპასუხა რომ „რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს".

ის შესაძლოა, თავს დაესხას ესტონეთს. მაგრამ როდის ჯერჯერობით უცნობია. უნდა გვესმოდეს, რომ ეს, შესაძლოა, მოხდეს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ასევე შეიძლება ეს ჰიბრიდული ომის ელემენტებში გამოიხატოს, - ამბობს ჰერემი.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც მედიაში რუსეთის შესაძლო აგრესიაზე დაიწყო საუბარი. რუსული საფრთხისა და შესაძლო ინტერვენციაზე რამდენიმე დღის წინ პირველად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი