
ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობიდან მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად მმართველი გუნდის მხრიდან მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლა სახელდება.
მისი მეუღლე ერთ- ერთი ააიპის თანამშრომელია და არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ კანდიდატს
სწორედ მისი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.
ზეწოლის შესახებ თავად უკვე ყოფილი კანდიდატი არაფერს ამბობს. ის არც მედიასთან და არც პარტიულ ხელმძღვანელობასთან კონტაქტობს.
განცხადება ფოთში არსებულ ზეწოლასთან დაკავშირებით ანზორ ბიწაძემ და გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა გააკეთეს.