გადასატან ყუთებზე მიმაგრებულია "ოცნების" კოორდინატორი, ვინმე ციცო - დეკანოიძე წინასაარჩევნო დარღვევებზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც პარტიამ ქუთაისში საარჩევნო უბნებზე დააფიქსირა.

დეკანოიძის თქმით, 19 უბნის შემთხვევაში, უბნები დაკეტილი იყო და არ მუშაოდა, ამასთან რამდენიმე უბანზე სიები კომისიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო გამოკრული.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, გუშინ 11 სექტემბერს, პარტია 43-ე უბანზე გადასატან ყუთებში არსებული ვითარება გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ გადასატან ყუთებზე მიმაგრებულია "ქართული ოცნების" ადგილობრივი კოორდინატორი, ვინმე ციცო.

დეკანოიძის თქმით, აღმოჩენილი დარღვევები უკვე გადაეგზავნა ეუთო/ოდირის მისიას, ის ცესკოს ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ პარტია დაკვირვებას მომავალშიც გააგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი