სუს-ი პედაგოგებისა და საჯარო მოხელეების პირადი ცხოვრების ინფორმაციას აგროვებს - ხოშტარია

გამოქვეყნდა:


"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება, პედაგოგებისა და საჯარო უწყებებში დასაქმებული სხვა პირების შესახებ, პირადი ცხოვრების ინფორმაციას აგროვებს.

"სახელმწიფო სისტემა, სუს-ი, რესურსცენტრი და პარტია კოორდინირებულად მუშაობს, კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრების ინფორმაციის შეგროვებაზე. ეს კატეგორიულად საგანგაშოა არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის",-თქვა ელენე ხოშტარიამ.

დროას ლიდერმა საჯარო მოხელეებს მოუწოდა, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში მისი პარტიის წევრებს მიმართონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი