FBI-მ 9/11-ის ტერაქტის დოკუმენტაციის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის  დოკუმენტაციის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტში თვითმფრინავის გამტაცებლებსა და მათ სავარაუდო საუდელ მოკავშირეებს შორის კონტაქტებია აღწერილი.  

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით 9/11 -ის ტერაქტთან საუდის არაბეთის მთავრობას კავშირი არ აქვს, თუმცა შესაძლებელია ტერორისტები  უბრალოდ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

დადასტურებულია, რომ 19 ტერორისტიდან 15 სწორედ საუდის არაბეთიდან იყო. ტერორისტული დაჯგუფება ალქაიდას მიერ 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ტერაქტების სერიას 3 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი