ვიქნები იმ ხალხის მერიც, ვისაც ჩემთვის ხმა არ მოუცია - ანზორ მელია

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.  
მოსახლეობასთან შეხვედრაზე, მან ერთიანი ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი ბათლომე შელია წარადგინა. 

"ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან კენჭი ვიყარო ზუგდიდის მერად. ეს ადვილი გადასაწყვეტი არ იყო ჩემთვის, ექიმისთვის, რომელსაც 49 წლის სტაჟი აქვს. 

მე მიყვარს ჩემი პროფესია, იმდენად, რომ ცხოვრებაც არ წარმომიდგენია ექიმობის გარეშე, მაგრამ, დღეს, როდესაც ასეთ გაჭირვებაში ვხედავ ქართველ ხალხს, არ მაქვს უფლება, გვერდზე გავდგე და ტელეეკრანზე ვუყურო ამ მთავრობის ქმედებებს. 

ასე გაგრძელება შეუძლებელია. 

ისეთი პირობები უნდა შევქმნათ ზუგდიდში, რომ აქედან წასული ექიმები ჩამოვიდნენ და აქ იმუშაონ. 

პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მივხედავ სხვა პრობლემებთან ერთად. ზუგდიდელს არ უნდა სჭირდებოდეს მაღალპროფესიული დახმარებისთვის თბილისში ან თურქეთში წასვლა. 

მე არ ვიქნები მხოლოდ ნაციონალების ან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების მერი - მე ვიქნები იმ ხალხის მერიც, ვისაც ჩემთვის ხმა არ მოუცია ." ამბობს ანზორ მელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი