
ხონში ერთიანი ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჯიბუხაია იქნება. ჯიბუხაია ხონელებს "დროას" ლიდერმა, ლენე ხოშტარიამ წარუდგინა:
"მე აქ ვარ ჩამოსული რომ დავუჭირო მხარი ოპოზიციურ ერთობას, რომლის სათავეშიც ამ რეგიონში დგას, ჩემთვის ერთ ერთი ყველაზე საპატივსაცემო და ღირსეული ადამიანი. ეს არის ზურაბ ჯიბუხაია. მიხარია, რომ თქვენ გაქვთ არჩევანი არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ძალიან ცუდსა და ძალიან კარგს შორის. სწორედ ზურა არის ის, რასაც იმსახურებს ყველა ხონელი" მიმართა ხოშტარიამ ხონელებს.
ამომრჩევლებს ხატია დეკანოიძემ, გიგა ბოკერიამ, აკაკი ბობოხიძემ და გიგი წერეთელმაც მიმართეს და ადგილობრივებს ჯიბუხაიას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
გარდა ამისა, მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატები "ევროპული საქართველოდან" იქნებიან:
დარჩენილ 7 ოლქში კი ოპოზიცია მხარს დაუჭერენ ენმ-ს კანდიდატებს