დაკავებული არასრულწლოვანს მოკვლით და სახლის გადაწვით ემუქრებოდა, ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ფაქტზე, მ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. 2021 წლის ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვნის პატივსა და ღირსებას. მეგობრების, ოჯახის წევრების და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა და ოჯახის წევრების დაკავებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მ.ნ. არასრულწლოვან დაზარალებულს, სიცოცხლის მოსპობით და სახლის გადაწვით დაემუქრა.

მ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა, 10 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებმა მ.ნ. 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 9 წლის გოგონას ოჯახის ინფორმაციით,  ბულინგის ნიადაგზე არასრულწლოვანმა სუიციდი სცადა. ფაქტს ბრალდების ადრესატი უარყოფს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი