ამასობაში ბელარუსის და ჩვენი ხელისუფლების მამა-მარჩენალი თანამედროვეობის დამახინჯებასა და წარსულის გაყალბებას აგრძელებს - რუსეთის პრეზიდენტი ისევ გამოგონილი ისტორიის გაკვეთილებს ატარებს, რომელთა შინაარსიც მარტივ ფორმულამდე დაიყვანება. დღევანდელი რუსეთის ირგვლივ სხვა ქვეყნების არსებობა მხოლოდ ილუზიაა. სინამდვილეში ყველაფერი რუსეთია.
საკუთარი თავი პუტინს პეტრე დიდის საქმის გამგრძელებლად გამოჰყავს და ამიტომ თავისი ქვეყნის ტერიტორიულ გაფართოებაზე მუშაობს, დამპყრობლური პოლიტიკის გამართლებას კი ისტორიის ფურცლებზე ეძებს. და თუ შესაბამის პასაჟს ვერ იპოვნის, არაა პრობლემა - თვითონ წერს.
თან საბედნიეროდ და თან გასაოცრად, რუსეთშიც კი გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და პირში უთხრა პრეზიდენტს, რომ მის მიერ მოყოლილი ისტორიული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და შეუსწორა კიდეც პუტინს.
გამბედაობა, რომელიც ზრდასრულ ადამიანებს შორის რუსეთში დიდი დეფიციტია, სკოლის მოსწავლეს აღმოაჩნდა.