რუსეთში მცირე ზომის თვითმფრინავის ავარიულ დაშვებას 4 პირი ემსხვერლა, 11 კი მძიმედ დაშავდა. რადენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენი ირკუტსკის ოლქში, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ბორტზე სულ 16 ადამიანი, აქედან 14 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადა უკვე ჩავიდა და ბორტზე ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაცია დაიწყეს.
ცნობილია, რომ თვითმფრინავს მგაზვრები ირკუტსკიდან კაზანჩისკოეს მიმართულებით გადაჰყავდა. ინციდენტის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.