იტალიაში, 26 წლის სომალელმა კაცმა 4 ქალი და 1 ბავშვი დაჭრა

გამოქვეყნდა:

იტალიაში, ქალაქ რიმინში შეარაღებულმა მამაკაცმა 4 ქალი და ერთი მცირეწლოვანი დაჭრა. დაშავებულები რიმინის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 2 მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პოლიციამ დამნაშავე, 26 წლის წარმოშობით სომალელი მამაკაცი შემთხვევიდან მალევე დააკავა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი თავშესაფრის მაძიებელია და ქვეყანაში 2015 წლის შემდეგ იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება პოლიციამ უკვე დაიწყო და ინციდენტი "ექსტრემალურად სერიოზულ შემთხვევად" გამოაცხადა. მომხდარის გამო იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლუჩიანა ლამორგემ საგანგებო საგანგებო ბრიფინგიც გამართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი