ენმ და ტელევიზიები ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობენ - კობახიძე სასულიერო პირების შესაძლო თვალთვალზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სუს-სგან საიდუმლო ფაილების გავრცელებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უწყება სასულიერო პირებს უსმენს და უთვალთვალებს.

კობახიძემ გავრცელებულ ფაილებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასა და მედიას დააკისრა და თქვა, რომ ის ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.

"მე მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრედიტირებელი გადაცემა, ამის მცდელობა იყო. ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ნაციონალური მოძრაობა, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ, ეკლესიის დისკრედიტაციას, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ისინი ამ არჩევნებზე საზოგადოებისგან მიიღებენ სათანადო პასუხს",-თქვა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისთვის, ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

დოკუმენტებში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე, მოსაყდრე შიოზე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესა და პატრიარქთან დაახლოებულ სხვა პირებზე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი