
ორგანიზაცია "სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" ინფორმაციით, 25 მუნიციპალიტეტში ერთიან საარჩევნო სიაში 3 900 მოქალაქიდან, 683 ადამიანი გარდაცვლილია. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, სიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 17%-ზე მეტს შეადგენს.
მათივე თქმით, სიაში 1930 წლამდე დაბადებულების რაოდენობა 16 ათასს აჭარბებს, ორგანიზაციამ მხოლოდ 3 900-მდე ადამიანის გადამოწმება შეძლო.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ცესკოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისთვის 19 სექტემბრამდე აძლევენ ვადას.