ჯო ბაიდენი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
„პრეზიდენტ ბაიდენს ვკითხე რას ფიქრობდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე და როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. პრეზიდენტმა თქვა, რომ ალიანსში უნდა ვიყოთ, თუმცა ამას მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტი ვერ გადაწყვეტსო" - ამბობს ზელენსკი
შეგახსენებთ რომ 1 სექტემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა.