გიორგი გახარია ოპოზიციაში მიდის, ხოლო ქვეყნის პრემიერის პოსტს სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს - წინასაარჩევნოდ შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ,,მთავარ აქცენტებში'' ნიკა გვარამიამ განაცხადა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ჩაანაცვლებს. მის ადგილს კი გრიგოლ ლილუაშვილის ამჟამინდელი მოადგილე და მისივე დეიდაშვილი გიგა ნიკოლეიშვილი დაიკავებს.
მთავრობაში საკადრო ცვლილებების მიზეზად ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ასახელებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ოლიგარქი წინასაარჩევნოდ პოზიციების გამყარებას და კიდევ უფრო ერთგული ადამიანების შემოკრებას შეეცდება.
გიორგი გახარაიას თუნდაც ფსევდო ოპოზიციის ლიდერობას გამორიცხავენ ,ქართული ოცნების'' ყოფილი თანაგუნდელები, თუმცა საპარლამენტო არჩევნების წინ გუნდის გადახალისების მიზნით საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავენ.
წინასაარჩევნოდ გუნდში მოსალოდნელ ცვლილებას არც უმრავლესობაში გამორიცხავენ, თუმცა პრემიერის ცვლილებას არ ელოდებიან და უკვე დასახელებული კონფიგურაციით გადადგილების შესაძლელობაშიც ეჭვი ეპარებათ. ახალ სახეებს კი აანონსებენ საარჩევნო სიაში.
თავად პრემიერს ოპოზიციის კთხვებზე პასუხის გაცემა აპრლამენტში მოუწევს. გიორგი გახარია 27 მაისს დეპუტატები წინაშე კორონავირუსთან დაკავშირებული ღონსიძიებებზე ანგარიშით წარსდგება.