მინდა მჯეროდეს, რომ მოსმენები ლეგალურია - დავით სერგეენკო

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატს, დავით სერგეენკოს არ აქვს შეგრძნება, რომ უსმენენ და "უნდა სჯეროდეს", რომ მოსმენები ქვეყანაში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონიერად და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით ხდება

​"ნამდვილად მინდა მჯეროდეს, რომ მოსმენები ლეგალურია და არის სასამართლო გადაწყვეტილებით დასაბუთებულ შემთხვევვაში, როცა ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე. რაც შეეხება იმას, მე მაქვს თუ არა შეგრძნება, რომ მისმენენ - ეს შეგრძნება არ მაქვს",- ამბობს დავით სერგეენკო.

ცნობისთვის, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი