
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ის ფარულ მიყურადებას არ მიესალმება და "თუ მსგავსი რამ ხდება, ეს ძალიან ცუდია".
ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძე სუს-ის საიდუმლო მასალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად უწყება მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს უსმენს და მათზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს.
"ის წლები მახსოვს, როცა ბევრ ადამიანს უსმენდნენ და სახლში ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა, ეს წლები მახსოვს, მაგრამ თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაცები ძალიან ცუდია, არ მივესალმები ამას, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რომ ეს ახლა გაკეთებულია",- თქვა კახა კალაძემ.
ცნობისტის, ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.