რუსები ჩემს არასრულწლოვან შვილიშვილს გატაცებით დაემუქრნენ - ვალია ვანიშვილი

გამოქვეყნდა:

ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ მის არასრულწლოვან შვილიშვილს ოკუპანტები გატაცებით დაემუქრნენ. ვანიშვილის თქმით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ფაქტს თავადაც შეესწრო. 

"ჩემი შვილიშვილი იყო ჩემთან მოსული და რუსებიც გამოჩნდნენ, მოვიდნენ, ბავშვს უთხრეს რომ თუ აქ კიდე დაგინახავთ, დაგიჭერთ და ცხინვალში წაგიყვანთო. მე ვუთხარი, ჯოხს გადაგარტყამ, თავი დაგვანებეთ-მეთქი. მავთულხლართებიც აამაღლეს, ქართველებმა საჭმელები რომ არ მომაწოდონ. მე არ ვაპირებ ამ სახლიდან წასვლას, დათას პირობა მივეცი რომ სიცოცხლის ბოლომდე აქ ვიცხოვრებ", -ამბობს ვანიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი