"თქვენ ახორციელებდით ჩემს მოსმენას?" - "მთავარი არხის" პროდიუსერის ზარი ვინმე გოგასთან

გამოქვეყნდა:

სუს-დან გამოჟონილ ფაილებში, ფარულ მიყურადება-მოსმენებზე, მრავლადაა ჟურნალისტების საუბრების ჩანაწერები.

აღსანიშნავია, რომ კრებსებში იმ ადამიანების სახელები, მონაცემები და ტელეფონის ნომრებიცაა მითითებული, ვისაც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებმა უშუალოდ დაავალეს, მოესმინათ ყველასთვის.

ერთ-ერთი ასეთი პირია ვინმე გოგა, რომელსაც დავალებული ჰქონდა "მთავარი არხის" პროდიუსერის, თეო გილიგაშვილის სატელეფონო მოსმენა.

მას შემდეგ კი რაც თეო გილიგაშვილმა დასახელებულ პიროვნებას დაურეკა იმის დასაზუსტებლად სად მუშაობდა და ვის დავალებებს ასრულებდა, გოგამ ტელეფონი გათიშა.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი